ოკუპირებული აფხაზეთი პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლება პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას განიხილავს. ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგი რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მიმდინარეობს.

როგორც ამ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივა რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთში პალესტინის ელჩთან განიხილება.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები

მსგავსი თემები