,,ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთის დაკავებას”- ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას ეხმაურება.

,,ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის. რუსი სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკანონოა,” – წერს ბორელი.

ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მსგავსი თემები