„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და გატაცებულთა ოჯახის წევრები დღეს ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციას გეგმავენ

7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და გატაცებულთა ოჯახის წევრები, დღეს, ისრაელის პარლამენტთან ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სოციალური ქსელით შეიქმნა ოჯახის წევრთა ჯგუფი, სადაც წერია: „ნეთანიაჰუ არ დასწრებია არც ერთ დაკრძალვას, არ დაურეკავს არც ერთი მძევლის ოჯახში, სწორედ ამიტომ ახლა ჩვენ მივალთ მასთან“.

მსგავსი თემები