,,საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად”- პიტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას ეხმაურება. ელჩი გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს.

,,გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რუსეთის ძალების მიერ, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად”,- აცხადებს ელჩი.

მსგავსი თემები