პრეზიდენტმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტმა სოფელი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მსგავსი თემები