ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში – არის მსხვერპლი

მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები.

მიწისძვრის ეპიცენტრი მიჩოაკანის შტატში, წყნარი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ პლასიტა დე მორელოსთან, 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ეპიცენტრის სიახლოვეს დაზიანებულია რამდენიმე საავადმყოფოს შენობა, დაშავდა ერთი ადამიანი.

წინასწარი მონაცემებით, მეხიკოში სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია.

მსგავსი თემები