,,რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია, თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს!”- ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობას გმობს და აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია.

,,უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ფატალურ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას! რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს!” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

 

მსგავსი თემები