,,გამოიჩინეს უკიდურესი აგრესია სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ”- საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ყველა კანონიერი ზომების მიღებას მისი სუვერენული ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის საზღვრების დარღვევისგან დასაცავად” – ამის შესახებ ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კირბალში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს დაიწყოს ერთობლივი მუშაობა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე.

,,არსებული ინფორმაციით, საქართველოს ამ მოქალაქეებმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მ.სააკაშვილის პარტიის რადიკალური წარმომადგენლებიდან, უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი მანქანით, მის ტერიტორიაზე ღრმად შესვლის განზრახვით. ისინი სასაზღვრო პატრულმა აღმოაჩინა. სამართალდამრღვევებმა მიზანმიმართულად უგულებელყვეს მესაზღვრეების არაერთგზის მოთხოვნა გადაადგილების შეჩერების შესახებ და გაფრთხილებები იარაღის გამოყენების შესახებ, უფრო მეტიც, გამოიჩინეს უკიდურესი აგრესია სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოძალადეების დასაკავებლად გატარებული ღონისძიებების დროს ერთი მათგანი დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა, მეორე კი დააკავეს,”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მსგავსი თემები