ზუგდიდში ავტომობილი 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ზუგდიდში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დაშავებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი თემები