,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტს” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორე მოქალაქის გატაცებას”. ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობებს, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

მსგავსი თემები