,,რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით,”- ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე.

,,რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება საქართველოს ხალხის, ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე – ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის – ევროპულ ოჯახში ერთად და მშვიდობიანად ყოფნა,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები