,,შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას” – პაპუაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილს შეუძლია იაროს სადაც სურს, მაგრამ საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

,,შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, ეს უკვე განმეორებით ხდება, პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის მაშინ, როცა თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის დაწესებულ წესებს, ამით თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს…ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს იგივე კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი არღვევს, მას კონსტიტუცია გადაადგილების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და მას შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს. შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს”, – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები