“აზიმუტი” მოსკოვიდან ბათუმისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” ინფორმაციით, კომპანია 9 ოქტომბრიდან მოსკოვიდან (ვნუკოვო) ბათუმის მიმართულებით, ხოლო 2023 წლის 11 ოქტომბრიდან სოჭიდან თბილისში ფრენებს იწყებს.

საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  სოჭი-თბილისი-სოჭის რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა.

მსგავსი თემები