თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში მუშებმა 22 კგ ოქრო იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში მუშებმა 22 კგ ოქრო იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას  სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი, ნინო სტურუა ავრცელებს.

„22 კგ ოქრო რომ გაქვს სარდაფში და რომ გეზარება. თბილისში ერთ-ერთ ქუჩაში, ძველი კერძო ტიპის სახლი დაინგრა, ახალი უნდა აშენებულიყო. ადგილზე ორი მუშა მუშაობდა. ქვედა სართულს რომ მიადგნენ, პატრონს დაურეკეს, ჩაკეტილია და რა ვქნათო. პატრონს, მამრს დაეზარა ერთი ადგილის აწევა და რაც გინდათ ის ქენითო. ხოდა ეს მუშები მიადგნენ და იპოვეს 22 კილო ოქრო. 22 კილო ოქრო ხალხო. წაუღიათ ეს ოქრო, ჩაუბარებიათ. შეხვდა თითოს 250 ათასი. (აბა გაყიდვის შანსი არ იყო, კი ხვდებით) და კი დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, ნუ ჯერ. ხო, პატრონს ისევ ეზარება ალბათ. მაგის დათვლაც დაეზარებოდა. (ამბავი ნამდვილია. ჩაზუსტებული) სახლიც კი ვიცი რომელია“,- წერს ნინო სტურუა.

მსგავსი თემები