ფართომასშტაბიანი თავდასხმა ოდესის რეგიონზე

რუსეთმა ოდესის ოლქის მიმართულებით 19 უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ზებგერითი რაკეტა „ონიქსი“ გაუშვა. ამასთან, უკრაინის სხვადასხვა ოლქის მიმართულებით საერთო ჯამში „კალიბრის“ ტიპის 12 რაკეტა გაისროლეს.

პორტის ინფრასტრუქტურა თავდასხმის ქვეშ იყო. უკრაინელი  სამხედროების ცნობით, რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად დანგრეულია მარცვლეულის საცავები.

ოდესაში საზღვაო ტერმინალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ხანძარი გაჩნდა სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს.

მსგავსი თემები