რუსეთმა ჰააგის სასამართლოს ხელმძღვანელობაზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხელმძღვანელზე, პიოტრ ჰოფმანსკიზე, მის მოადგილე, ლუზ დელ კარმენ იბანეს კარანსას და მოსამართლე ბერტრამ შმიტზე ძებნა გამოაცხადა. განცხადებას რუსეთის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

,,ძებნის საფუძველი, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი “, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ძებნილად მოსამართლე ტომოკო აკანე გამოცხადეს, რომელმაც 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვის დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის პრეზიდენტი და ბავშვთა უფლებათა დამცველი სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან ბავშვების უკანონო დეპორტირებაში არიან ეჭვმიტანილები.

მანამდე კი, მაისში, რუსეთმა ძებნა ჰააგის პროკურორ კარიმ ხანზეც გამოაცხადა.

მსგავსი თემები