„აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „აბრამსის“ ტიპის პირველი ტანკები აშშ-დან უკრაინაში ჩავიდა. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ამერიკული ტანკების მიღების შესახებ აცნობა.

„აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, რათა გავაფართოოთ მომარაგება“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები