აშშ უკრაინის ენერგოსისტემისთვის 522 მილიონ დოლარს გამოყოფს

უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად, უკრაინა მიიღებს 522 დოლარის დახმარებას ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა მიიღებს 422 მილიონ დოლარს ენერგეტიკის სფეროში ახალი დახმარების სახით და დამატებით 100 მილიონი დოლარი დაექვემდებარება გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას, რეფორმების ჩათვლით.

მსგავსი თემები