,,თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის” – ზურაბიშვილი

,,თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ალან კარისთან შეხვედრის შემდეგ წერს.

,,ევროპული კანდიდატის სტატუსის მიმავალ გადამწყვეტ გზაზე, შევხვდი საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და პარტნიორს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები