სოფლის ტიპის დასახლება პეკინში, სადაც 19 000 უცხოელს აქვს სახლი (ვიდეო)

სოფლის ტიპის დასახლება ბეიგოუ, პეკინიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე მდებარეობს, ეს არის ტურისტული ზონა, სადაც სულ რაღაც 300-350 ადგილობრივი მოსახლე ცხოვრობს, თუმცა, ამის მიუხედავად, დასახლება ტურისტებს ვერ იტევს.

ე.წ. წაბლის დასახლება, ასე ვუწოდებდი ამ ზონას, რადაგანც აქ ძირითადად წაბლი მოჰყავთ და საოჯახო მეურნეობებით ირჩენენ თავს. წელიწადში 250 000 კილო წაბლის მოსავალს იღებენ.

ძველი აგურის ქარხანა თანამედროვე სასტუმროდ გადააკეთეს, საიდანაც ჩინეთის კედელი მოჩანს, სიმწვანეში კარვების ზონა გახსნეს და ტურისტების ნაკადს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან.

დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები