საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებშიც მისი ქვეყანაა წარმოდგენილი, არაეფექტიანია – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებშიც მისი ქვეყანაა წარმოდგენილი, არაეფექტიანია.

მისი თქმით, ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა მოვლენამ სომხეთი აიძულა შეეფასებინა სიტუაცია და გაეკეთებინა დასკვნები.

,,ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა მიგვიყვანა აშკარა დასკვნამდე, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ არის ეფექტური სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ჩანდა 44-დღიანი ომში და 2021 წლის მაისსა და ნოემბერში განვითარებულ მოვლენების დროს, ასევე 2022 წლის სექტემბერში და სია გრძელდება”, – განაცხადა ფაშინიანი.

მისივე თქმით, ყარაბაღის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანსა და რუს სამშვიდობოებს დაეკისრება.

მსგავსი თემები