ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი,  თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი – ვაშაძე

ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როგორც არის მთელი „ქართული ოცნების“ დაჯგუფება, თუ საქართველოს ინტერესების მხარეს ხართ? ტყუილების კასკადია, რასაც ამბობთ –  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც , გადამწყვეტი საკითხები იდგა, პრეზიდენტი ყოველთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა.

„როდესაც ჯაშუშურ და აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებითაა საუბარი, სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს საქართველოს მოქალაქეა ადამიანი, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის. ამიტომ ეს არგუმენტი აბსურდულია. უფრო მეტიც, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს როგორც საქართველოს შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

მარტივი მაგალითი რომ ვთქვათ, რუსეთის პასპორტით გადაადგილება ბევრ ქვეყანაში არის შეზღუდული, საქართველოს პასპორტით კი უვიზოდ შეუძლია გადაადგილება. საფინანსო ტრანზაქციები, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს მთელ ცივილიზებულ სამყაროში, მაგრამ დაყადაღების პროცესში ის, რომ მხოლოდ რუსეთის მოქალაქე იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელს შეუწყობს მისთვის ამ შეზღუდვების დაწესებას. ამიტომ ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ სამი თვე დაელოდება, ვიდრე ეს კაცი დაალაგებს მის საქმეებს საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები