,,ხაზს ვუსვამ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერევანში ამერიკელ სენატორს გარი პიტერსს შეხვდა. როგორც ამერიკელ სენატორთან შეხვედრაზე ფაშინიანმა აღნიშნა,  აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას.

„მე ძალიან ვაფასებ თქვენს ვიზიტს სომხეთში, სომეხი ხალხისთვის ამ ყველაზე რთულ მომენტში. ამავდროულად, ხაზს ვუსვამ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, სენატორმა პიტერსმა გამოხატა ღრმა შეშფოთება მთიან ყარაბაღში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება და მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მსგავსი თემები