ირაკლი ეძგვერაძეზე და კიდევ სამ პირზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე და კიდევ სამ პირზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტახნუსწინ გამოაცხადა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებს მიმალვის მცდელობა ჰქონდათ, ისინი საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ. მან მიმალვის საფრთხის გარდა, ბრალდების მხარემ მოწმეებზე ზეწოლის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზეც ისაუბრა.

ადვოკატების განმარტებით კი, ბრალდებულებს მიმალვის განზრახვა არ ჰქონიათ და ახლობელთან მიდიოდნენ.

ცნობისთვის, ექვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი თემები