გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის გამგზავრებაში თანხა, ჩემთვის სარწმუნოა – მამუკა მდინარაძე

გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის გამგზავრებაში ის თანხა – ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩემთვის სარწმუნოა – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

უმრავლესობის წევრი ანზორ ჩუბინიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

,,რაც შეეხება კერძო თანხებს, როცა თქვენ გჭირდებათ ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი არის ღატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს – უტრირებულად, პენსიონერს ისე მოიხსენიებთ, თითქოს პენსიონერი აუცილებლად… პენსიონერს ნეგატიურ კონტექსტში რატომ მოიხსენიებთ, ვერ გავიგე, ეს ერთი, როცა თქვენ გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა არის პენსიონერი და სხვა შემოსავალი არ აქვს და როცა “საჭირო გახდება” თქვენი მხრიდან, ღვინის ქარხნები აქვს, ბიზნესები აქვს და რანაირად არის ეს ამბავი, ამაზეც ჩამოვყალიბდეთ.

რაღაც ინფორმაციებს რომ ავრცელებდით კულისებიდან, აქვს ღვინის ქარხნები ან ბიზნესები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული, თუ არა? როგორ გახსოვთ თქვენ? რაღაც ინფორმაციები რომ ვრცელდებოდა, ტყუილი იყო, თუ მართალი? ჩამოვყალიბდეთ ამ კაცს რაღაცა ბიზნესი გააჩნია, თუ არ გააჩნია.

მე ათასი ამბავი მსმენია, რომ ამ კაცს გააჩნია რაღაც საკუთარი ბიზნესი – მე გულწრფელად არ ვიცი, უხერხული კითხვაა და პირადი ურთიერთობის დროს, “ირაკლი, მამაშენს რა ქონება გააჩნია, ზუსტად მომიყევი-თქო” – ნამდვილად ვერ ვკითხავ, უხერხულია, ძალიან ადამიანურ მომენტს გიზიარებთ, მაგრამ მსმენია, მათ შორის თქვენი მხრიდან, რაღაც ინფორმაციებს ავრცელებდით, რომ რაღაც ბიზნესები აქვს – მე პირადად, კითხვა არ დამისვამს ამასთან დაკავშირებით, ვიცი ზოგადად, რომ ამის შესაძლებლობა გააჩნდა, გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის გამგზავრებაში ის თანხა – ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩემთვის სარწმუნოა,”- განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების თანხა – 34 ათასი ევრო ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

მსგავსი თემები