მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა  2 800-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა  2 800-ს გადააჭარბა. დაღუპულთა რიცხვი 2 862-მდე გაიზარდა, 2 562 ადამიანი დაშავდა.

მაშველები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან შეუერთდნენ მაროკოს ძალისხმევას, რათა მიწისძვრისას გადარჩენილები იპოვონ.

შეგახსენებთ, რომ მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა.

 

 

მსგავსი თემები