კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი საქართველოს მოსახლეობაა – კახა კალაძე

„პირდაპირ ვიტყვი, რომ კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენი ევროინტეგრაცია. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი – „ნაციონალური მოძრაობა“. კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. 2012 წლიდან მოყოლებული ხალხი რეალურად ხედავს, თუ რა ნაბიჯები იდგმება ევროინტეგრაციის ამ ურთულეს გზაზე. თუ მართლა რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ჩვენს ხალხთან ერთად, 2012 წლის შემდგომ პერიოდს. შესაბამისად, შემდეგ არჩევნებზეც, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, აირჩევს სწორ პილიტიკურ პარტიას, შეარჩევს სწორ ხელისუფლებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. დღეს ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კიდევ
უფრო დააახლოვოს ქვეყნა ევროპასთან და ევროპულ მომავალთან, არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები