პრეზიდენტის სასახლეში სამადაშვილის, დეკანოიძისა და წითლიძის მისვლა სევდისმომგვრელი და ტრაგიკომიკურია – ბექა ოდიშარია

ქალბატონი სამადაშვილის, ქალბატონი დეკანოიძის, ქალბატონი წითლიძის მისვლა საგულშემატკივროდ და საკონსულტაციოდ პრეზიდენტის სასახლეში, იმდენად სევდისმომგვრელი და ტრაგიკომიკურია, რომ მართლაც ძნელია შეინარჩუნო სერიოზული ჰაბიტუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს ეყოფა სიბრძნე და კეთილგონიერება და ამ ადამიანებთან არ შევა ახლო კოოპერაციაში.

„ეს ადამიანები ისეთი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ექომაგებოდა და გულშემატკივრობდა ქალბატონ სალომეს, დაიდო კიდეც რეზულტატი სწორედ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრობით. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ფარისევლობენ მორიგჯერ. ახლა სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი მათ სჭირდებათ საკუთარი ბინძური დღის წესრიგისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ახერხებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ სალომეს ეყოფა სიბრძნე და კეთილგონიერება და ამ ადამიანებთან არ შევა ახლო კოოპერაციაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

 

მსგავსი თემები