7 წლის ბავშვმა პარკში 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა

არკანზასის შტატში 7 წლის ბავშვმა ბრილიანტების სახელმწიფო პარკში 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა. ბავშვი პარკში მამასთან და ბებიასთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა, როდესაც მოყავისფრო ძვირფასი ქვა იპოვა.

7 წლის ბავშვის მიერ ნაპოვნი ბრილიანტი  პარკის სტუმრების მიერ დარეგისტრირებულ ძვირფას ქვებს შორის სიდიდით მეორეა. პირველ ადგილს მარტში აღმოჩენილი 3,29 კარატიანი ყავისფერი ბრილიანტი იკავებს.

ვიზიტორების მიერ ნაპოვნი ძვირფასი ქვა მათი საკუთრება ხდება.

მსგავსი თემები