13-17 სექტემბერს თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

,,კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო, 13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი თემები