საფრანგეთის მთავრობა ინცესტის საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს

საფრანგეთის მთავრობა ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა გამკაცრდეს სამართლებრივი სანქციები ინცესტის დამნაშავეების წინააღმდეგ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, სამშაბათს საფრანგეთის მთავრობამ დაიწყო დიდი კამპანია ინცესტისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ყოველწლიურად 160 000 ბავშვი განიცდის.

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი შარლოტ კობელი, რომელიც ბავშვების უფლებების დაცვაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამთავრობო კამპანიაში გამოიყენა სიტყვა „ინცესტი“ და პირველად ალაპარაკდა ოჯახში ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ სიტყვა „ინცესტი“ გამოიყენა კამპანიაში, პირველად ისაუბრა ოჯახში სექსუალურ ძალადობაზე“, – განაცხადა შარლოტ კობელმა.

ეროვნული კამპანია  სოციალურ ქსელებსა და მედიაში ჩატარდება. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, ასევე დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

მსგავსი თემები