მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა .

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა  საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები