სოფელ დუისში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, 25 წლამდე ასაკის პირი დაჭრეს. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ის ახმეტიდან თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

მსგავსი თემები