რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მინდორში ავარიულად დაეშვა

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში, სოფელ კამენკას მახლობლად ,,ურალის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მინდორში ავარიულად დაეშვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. Airbus A320 სოჭიდან ომსკში მიფრინავდა.

ნოვოსიბირსკის გუბერნატორის ანდრეი ტრავნიკოვის ინფორმაციით, ბორტზე 170 ადამიანი იყო, მათ შორის 23 ბავშვი.

,,დღეს 09:44 საათზე ნოვოსიბირსკის ოლქის უბინსკის რაიონში ურალის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სოჭიდან ომსკში მიფრინავდა, ადგილზე ავარიულად დაეშვა. ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 23 ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, ხანძარი არ დაფიქსირებულა”, – წერს გუბერნატორი.

 

მსგავსი თემები