,,ეს მოითხოვს მოთმინებას და დროს, დროს, რომელიც სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს” – შოლცი

,,უკრაინელები მიისწრაფიან მშვიდობიანი მომავლისკენ, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა მიუთთებს”. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

,,უკრაინელები ყოველდღე იცავენ სამშობლოს, საკუთარ სიცოცხლეს იმპერიული, ისტორიულად დაბრმავებული კრემლის მმართველების ფანტაზიებისგან. უკრაინელები მიისწრაფიან მშვიდობიანი მომავლისკენ, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა მიუთთებს…

ეს მოითხოვს მოთმინებას და დროს, დროს, რომელიც სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს, რადგანაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში დაბომბვებს, წამებას და მკვლელობებს“, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები