პრეზიდენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა დასრულდა. დახურული შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდეგ დიპლომატებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შესაბამისად უცნობია საუბრის თემა. თუმცა, დიდი ალბათობით, შეხვედრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

მსგავსი თემები