კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება.

,,როგორც ვთქვით, ამ დღეებში პრეზიდენტ პუტინს ექნება კომუნიკაცია ჩვენს სტუმართან, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერთან. მოლაპარაკებები გაიმართება, საუბარია ორ დელეგაციას შორის მოლაპარაკებებზე, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ლიდერები ხელმძღვანელობენ. იქნება პირისპირ კომუნიკაცია, ოფიციალური ვახშამი პუტინის სახელით კიმ ჩენ ინის პატივსაცემად”, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს მოხდება აზრთა გაცვლა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებზე.

მსგავსი თემები