პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალი მსჯავრდებულია.

მსგავსი თემები