სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თუშეთში, სოფელ ომალოში, სახლის სარდაფში, 1 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულს სახლის მფლობელმა იმ დროს მიაკვლია, როცა სარდაფს ათვალიერებდა. მანამდე ფართის მეპატრონე უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა და 2 წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. ცხედარი ჭერზე თოკით იყო დაკიდებული.

ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნოდეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები