ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან

დილის 7 საათი. ყოველი დილა ასე მხიარული განწყობით, პოზიტივით, სიყვარულითა და ხალისით იწყება. ეს ერთ-ერთი პარკია პეკინის ცენტრში, სადაც ძირითადად ასაკოვნები იკრიბებიან და ცხოვრებას იხალისებენ. აქ ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ.

უყვართ ყოველი დღე, ერთმანეთის ნახვა, მზის ამოსვლა, მცენარეები, ჩიტების ჭიკჭიკი. აქ ყველა ბედნიერია. განა პრობლემები და სადარდებელი არ აქვთ… ერთმანეთს მხოლოდ პოზიტივს უზიარებენ. დიახ, არ წუწუნებენ, ცხვირ-პირი არ ჩამოსტირით. სწორედ აქ არის პასუხი ზოგიერთის გზავნილზე – „შენ რა გიჭირს, როგორ ერთობი, არც დაბრუნდები“…  მთავარი სწორედ ის არის, რომ შენი „დარდი“ სხვას არ გაუზიარო, სხვას არ გადასდო, სხვას არ გაუფუჭო განწყობა… მარტივად ვიტყვი, არ არის მარტივი უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში ყოფნა, სადაც ახლობელი არავინ გყავს, შინაური და ნაცნობი არავინ და არაფერია…

ბევრს არ გავაგრძელებ, ერთად ვნახოთ ეს საინტერესო, ადამიანური რეპორტაჟი.

ეკა გულუა პეკინიდან     

ჩინეთის კედლის მშენებლობისას 400 000-მდე მუშა დაიღუპა, რომელთა დიდი ნაწილი კედელში დამარხეს – მოგზაურობა პეკინში (ვიდეო)

მსგავსი თემები