,,არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დასამალი არაფერი აქვს.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ანზორ ჩუბინიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომლის თქმითაც, პრემიერის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

მისი  თქმით, ხარჯები დეკლარაციაში აისახება.

,,ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს. აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებთ, ყველაფერი არის სუფთად. განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც ახლა სპეკულირებს ამ თემით”- აცხადებს კობახიძე.

ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების თანხა – 34 ათასი ევრო ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

მსგავსი თემები