თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, უნდა გავაძლიეროთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი – გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბელარუსის მხრიდან „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ”მასპინძლობის” შემთხვევაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა, სადაც კრემლის წინააღმდეგ „ვაგნერის“ ამბოხი განიხილებოდა.

„თუ პრიგოჟინი ან ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელარუსიაში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი განზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ნაუსედამ დასძინა, რომ ლიეტუვა უფრო მეტ სადაზვერვო შესაძლებლობებს დაუთმობს „ბელარუსის პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტების“ შეფასებას.

მისი თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალში კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს შეხვდება და დასძინა: „მეფე შიშველია“.

მსგავსი თემები