”ვაგნერის” ამბოხის შემდეგ, სერგეი შოიგუ პირველად გამოჩნდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ამბოხის შემდეგ მინისტრ სერგეი შოიგუს კადრეს ავრცელებს. სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შოიგუ ათვალიერებს დასავლეთის ძალების ჯგუფის წინა სამეთაურო პუნქტს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ზონაში.

ვიდეოში შოიგუ უსმენს ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ნიკიფოროვის მოხსენებას და აწყობს შეხვედრას მეთაურებთან, აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ეს თავდაცვის მინისტრის პირველი გამოჩენაა სამხედრო აჯანყების შემდეგ, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა წამოიწყო.

მსგავსი თემები