ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ეკლესიიდან სამების ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში 17 მაისს 12:00 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება, სადაც პარაკლისს მეუფე შიო აღავლენს.

მამა იოანე მჭედლიშვილის თქმით, ქართული ოჯახების ნაწილი დიდი გამოწვევების წინაშეა, რაც ბავშვებსა და მოზარდებზე გავლენას ახდენს, ამიტომ ეკლესია მათ გვერდითაა და ამ დღეს მათთან ერთად აღნიშნავს.

„სამწუხაროდ, დღეს უამრავი პრობლემა არის ოჯახებში. ძალიან დიდია პროცენტი დაშორებისა, რაც ძალიან ცუდად აისახება ხოლმე ბავშვებზე, რადგან მათ უჭირთ ასეთ დროს და ეკლესია ცდილობს, რომ მეტი ყურადღება მიაღწიოს ოჯახის სიწმინდეს და სიმტკიცეს, ლოცულობს მათთვის. ადამიანებიც ერთიანდებიან ამ იდეის ირგვლივ, რომ ოჯახები უფრო მეტად იყოს შენარჩუნებული“, – ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.

მსგავსი თემები