„ვაგნერის“ აჯანყება აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ვაგნერის“ აჯანყება აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში. მისი თქმით, ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ისე, როგორც არასდროს.

„პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება, გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში“,- განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები