,,ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ომში გავიმარჯვებთ”- მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო.

მისივე თქმით, იურიდიული ნორმების დარღვევა ვერ იქნება სამოქალაქო დაპირისპირებაზე უარესი.

,,ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ომში გავიმარჯვებთ, მაგრამ ძმების წინააღმდეგ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ახლა ბევრს ლაპარაკობენ პრიგოჟინზე, რომ როგორ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, როგორ წავიდა ბელარუსში, რომ ეს იურიდიული ნორმების დაცინვაა, მინდა გითხრათ, რომ იურიდიული ნორმები ქრისტეს მცნებები არ არის და იურიდიულ ნორმებს ადამიანები წერენ და როცა კრიტიკულ სიტუაციებში იურიდიული ნორმები თავის ფუნქციებს ვერ ასრულებენ და არჩევანი დგება ცუდსა და საშინელებას შორის, იურიდიული ნორმების დარღვევა ვერ იქნება სამოქალაქო დაპირისპირებაზე უარესი,” – განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.

მსგავსი თემები