,,მომავალ კვირას, ბრიუსელში, EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ” – გუგულაშვილი

ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიას” საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ მომავალ კვირას, სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ. მინისტრებმა ივნისში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგი უნდა განიხილონ.

მისივე თქმით, 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ზეპირ მოხსენებას გააკეთებენ, შემდეგ შემუშავდება ერთიანი პოზიცია.

,,აუცილებლად იქნება ჩემი ინფორმაციის საქართველოზე მსჯელობა, მომავალ კვირას, როცა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ბრიუსელში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იყვნენ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, გააკეთებენ ასე ვთქვათ, ზეპირ მოხსენებას, საკუთარი კოლეგების წინაშე და შემუშავდება უკვე, რა თქმა უნდა, ის პოზიცია, რაც იქნება ლიდერების დონეზე, ქვეყნების დონეზე გაჟღერებული, ანუ ევროკავშირის სახელით უკვე ივნისის 20-ის შემდეგ”, – ამბობს თამარ გუგულაშვილი.

ევროკავშირის ლიდერები სამიტზე 27-28 ივნისს უნდა შეიკრიბონ.

მსგავსი თემები