,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია”- არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი ოპოზიცია გვყავს.

,,საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას და ასევე ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. მათ არ ესმით სინამდვილეში რას ნიშნავს და როგორ ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები