მართლმსაჯულების შეურაცხყოფა და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფა – თეა წულუკიანი გვარამიას შეწყალებაზე

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა. მისი თქმით, არ ჰგონია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს.

,,არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. (კომენტარს იმედი ავრცელებს)

 

მსგავსი თემები