„დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე, ამაზე საუბრობენ ქართველები”- მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე. მისი თქმით, ამაზე საუბრობენ ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები.

„დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე, ამაზე საუბრობენ ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პირველი სანქციების დროს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ახსენა ოცჯერ „შავი ხვრელი“ და საქართველო. მაშინ, „შავი ხვრელი“ რა იყო, არავინ იცოდა. ეს კამპანია დაწყებულია ქართველი პოლიტიკოსების მიერ და მიმართულია ქვეყნის იმიჯის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. საფრთხეები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც და სანქციებისგან თავის არიდების ფაქტები გამოვლენილია ბევრგან. ევროკავშირი სწორედ იმას ცდილობს, რომ სანქციების აღსრულება ეფექტური იყოს. თუ ევროკავშირი ამ მექანიზმებს არ შექმნის, აზრი ეკარგება დაწესებულ სანქციებს. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ეფექტიანად აღსრულდეს სანქციები, რაც უკვე დაწესებულია. ამ შემთხვევაში პარტნიორებთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

მსგავსი თემები